“კლივლენდ კავალიერსისა” და “გოლდენ სტეიტის” მესამე შეხვედრაში “კავალერსის” ძირითადი ხუთეულის წევრმა ჯეი არ სმიტმა, შესაძლოა, სათადარიგო სკამზე გადაინაცვლოს და მის ნაცვლად ხუთეულში აიმან შამპერტი ვიხილოთ, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი სუპერფინალში სმიტის თამაშით უკმაყოფილოა. ჯეი არმა სუპერფინალის პირველ შეხვედრაში 28 წუთში მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო, ხოლო მეორე მატჩში 14 წუთში ვერც ერთი ქულის ჩაგდება ვერ მოახერხა. შამპერტმა პირველ მატჩში 16 წუთში 5 ქულა ჩააგდო, ხოლო მეორე მატჩში 21 წუთში 6 ქულა მოიპოვა. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მესამე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში აიმან შამპერტი იქნება.
სერიის მესამე შეხვედრა კლივლენდში 8 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.