“ბაიერნი” “ლიონის” ახალგაზრდა ნახევარმცველით კორენტინ ტოლისოთი დაინტერესდა.
კლუბის ხელმძღვანელებმა “ლიონის” პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლასთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს და მათი ინტერესი გუნდის ცენტრალურ ნახევარმცველ ტოლისოზე პირადად დაუდასტურეს.
გარდა “ბაიერნისა”, ფრანგი მოთამაშის შეძენის სურვილი “იუვენტუსს” და “ჩელსის” აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 2016-2017 წლების სეზონში ტოლისომ “ლიონის” შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.