ფეხბურთი

15:40 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან გეგეჭკორი თბილისის "დინამოში" ითამაშებს

23 წლის მარჯვენა მცველი ლევან გეგეჭკორი თბილისის "დინამოში" ითამაშებს. ის უკვე ვარჯიშობს კახა კაჭარავას გუნდში.

გეგეჭკორი საკმაოდ კარგად თამაშობდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში: როცა გუნდს ჯერ კაჭარავა, მერე კი გია ცეცაძე წვრთნიდა. შემდეგ იყო 21-წლამდელთა ნაკრებშიც.

ლევან გეგეჭკორი ბოლოს "ჩიხურაში" გახლდათ, მანამდე კი მარტვილის "მერანში", ქობულეთის "შუქურასა" და ბათუმის "დინამოში" გამოდიოდა. ამ ზამთარს მის შეძენას რუსული "ორენბურგი" აპირებდა, თუმცა საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა.

გეგეჭკორი აქტიური ფლანგელი მცველია, შეტევაში კარგად ერთვება.

0.127683