ფეხბურთი

18:49 | 6.06.2017 | ნანახია 1717 - ჯერ

“პარი სენ ჟერმენმა” პეპე უარყო

“პარი სენ ჟერმენმა” ოფიციალურად უარყო “რეალის” 34 წლის მცველთან პეპესთან შეთანხმება და გამოაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს პორტუგალიელმა საფრანგეთის ვიცეჩემპიონთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მიუხედავად ამისა, ესპანური Marca-ს ცნობით, ზაფხულში ამ ტრანსფერის განხორციელება გამორიცხული არაა. ამასთან, ცნობილია, რომ პსჟ-ს გარდა “სამეფო კლუბის” მცველის მიმართ ინტერესს იტალიური “ინტერიც” იჩენს.

პეპემ გასულ სეზონში “რეალის” შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:14 | 06.06.2017
sabonis (9584)

პეპე, რამოსი, რონალდო,როგორც კი წავლენ რეალიდან ისევ გავხდები რეალის გულშემატკივარი, როგორც 80-90 წლებში, ჯერ სანჩესი,ვალდანო, მერე რაული, რონალდო -ბრაზილიელი, კარლოსი, ზიზუ, იერო ამათ გამო გამიჩნდა რეალის მიმართ სიმპატია, მარა ზემოთ ნახსენებმა სამეულმა ამაღებინა ხელი მათ გულშემატკივრობაზე.D

20:18 | 06.06.2017
deqstera_best_7 (1964)

იუნაიტედში წამოვიდეს, ბაიისთან მშვენიერ წყვილს შექმნის ))))

18:56 | 06.06.2017
Lucas B. (1294)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

18:57 | 06.06.2017
Lucas B. (1294)

ზიზუ მაგრად ახურებ, ამ კაცს რომ არ ათამაშებ-მეთქი )) რას დამბლოკეს . ევროპაზე საუკეთესო იყო და ვარანს ახლაც მირჩევნია

0.125237