მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდა ფრანგ მცველს ტეო ერნანდესს, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით “ალავესში” გაატარა, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
Marca-ს ინფორმაციით, 20 წლის ქალბატონმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ ღამის კლუბში ფეხბურთელი მის “შებმას” ცდილობდა, თუმცა უარის შემდგომ, ფრანგმა მოთამაშემ მასზე ძალა იხმარა. თავად ერნანდესი ბრალდებას უარყოფს.
ტეო ერნანდესმა გასულ სეზონში “ალავესში” 38 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობას 19 წლის ფეხბურთელის მადრიდში დაბრუნება ამ ზაფხულისთვის ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს.