სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში "ტეჯონ სიტიზენმა" სტუმრად 1:2 წააგო "ბუსანთან". დამარცხებულთაგან ერთადერთი გოლი ლევან შენგელიამ გაიტანა - საშუალო მანძილიდან ცაციით ზუსტად დაარტყა.
21 წლის ლევან შენგელია ამ ზამთარს ბელგიური "ტიუბიზიდან" გადავიდა სამხრეთ კორეის გუნდში. 10 მატჩი, 2 გოლი - ასეთია მისი სტატისტიკა "ტეჯონ სიტიზენში".