ფეხბურთი

19:41 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მაისურაძე ბერძნულ "პანიონიოსში" გადავიდა

28 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე ბერძნულ "პანიონიოსში" გადავიდა. ეს გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაშია და სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ევროპის ლიგაზეც ითამაშებს, კერძოდ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

მაისურაძე ბოლოს კვიპროსის "ერმისში" თამაშობდა. კვიპროსის საშუალო გუნდიდან საბერძნეთის მეხუთე კლუბში გადასვლა კი ურიგო ნამდვილად არაა - მეტიც, საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ირაკლი მაისურაძემ 3 მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ეს ადრე, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას. თამაშობდა "ზესტაფონში", ბელარუსის "მტზ-რიპოსა" და "ვიტებსკში", რუსთავის "მეტალურგში", გორის "დილაში", მალტის "ვალეტაში", კვიპროსის "ანორთოსისსა" და "ერმისში".

0.115901