კალათბურთი

21:09 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნავარო კიდევ ერთი წელი ითამაშებს

ესპანური კალათბურთის ლეგენდა ხუან კარლოს ნავარო მინიმუმ კიდევ ერთი წელი ითამაშებს. კალათბურთელმა “ბარსელონასთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ნავარო 1997 წლიდან დღემდე “ბარსელონას” ღირსებას იცავს, მხოლოდ ერთი 2007/08 წლის სეზონი გაატარა ნბა-ში “მემფის გრიზლში”. ის ევროლიგის 2-გზის ჩემპიონია (2003, 2010). ხუან კარლოსს ევროლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი 4000 ქულა აქვს ჩაგდებული.

0.127442