მილანის “ინტერი” 24 წლის არგენტინელ შემტევს მაურო იკარდის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ მისი შეძენით დაინტერესებული კლუბი ტრანსფერში მინიმუმ 110 მილიონ ევროს გადაიხდის, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
იკარდი “ინტერის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს და მილანელთა მაისურით არგენტინელმა ყველა ტურნირზე ერთად 156 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 81 გოლი გაიტანა.