ფეხბურთი

13:44 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მალიორკა” სეგუნდა დივიზიონიდან გავარდა

“მალიორკამ” სეგუნდა დივიზიონში ადგილი დაკარგა და მომავალი სეზონიდან სეგუნდა ბ დივიზიონში იასპარეზებს.

“მალიორკა” ბოლოს სეგუნდა ბ დივიზიონში 37 წლის წინ, 1980 წელს თამაშობდა, მას შემდეგ გუნდს დიდი აღმასვლა ჰქონდა, 1998/99 და 2000/01 წლების სეზონში კლუბმა ორჯერ მოახერხა პრიმერადივიზიონში მესამე ადგილზე გასვლა. 2002/03 სეზონში კუნძულელებმა ქვეყნის თასი მოიგეს.

“მალიორკაზე” ალბათ ყველას გვახსენდება 2003 წელის პრიმერადივიზიონის მატჩი, როცა უძლიერესი მადრიდის “რეალი” შინ “მალიორკასთან” მოულოდნელად 1:5 განადგურდა.

თეგებიმალიორკა
0.110833