ჩოგბურთი

12:16 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში ტიმს შეხვდება

“როლან გაროსის” 1/8-ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ესპანელი ალბერტ რამოსი 7:6, 6:1, 6:3 დაამარცხა. პირველ სეტში ნოვაკი 2:4 აგებდა, მაგრამ უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც სერბმა 7:5 იმარჯვა. ნოვაკმა მეორე და მესამე პარტიები მარტივად მოიგო.

1/4-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ნოლე მეტოქეს 5:0-ს ამარცხებს, ტიმს ბალკანელისთვის აქამდე მხოლოდ ერთი სეტი აქვს მოგებული. შეხვედრა 6 ივნისს თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული.

0.123625