კალათბურთი

11:00 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

 ზაზას 2 ქულა და გამარჯვება სუპერფინალში (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს სუპერფინალური სერიის მეორე მატჩში შინ “კლივლენდი” 132:113 დაამარცხა (VIDEO). ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა და 2 მოხსნა შესძინა.

“გოლდენ სტეიტიმა” ნბა-ს რეკორდი დამყარა, ოკლენდელებმა საპლეიოფო თოთხმეტივე შეხვედრა მოიგეს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თამაშში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 35:24 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, რომელმაც 13 მოხსნაც გააკეთა და ორმაგი დუბლი შეასრულა. სტეფ კარი კარიერაში პირველად სუპერფინალში სამმაგი დუბლით გამოირჩა - 32 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა. ლებრონ ჯეიმსმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 29 ქულა, 14 პასი, 11 მოხსნა.

სერიის მომდევნო შეხვედრა კლივლენდში 8 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

0.116014