სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:55 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: “რამოსს უნდა რცხვენოდეს”

ლეგენდარული ინგლისელი მცველი რიო ფერდინანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხუან კუადრადოს გაძევებასა და სერხიო რამოსის სიმულაციას გამოეხმაურა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსკაპიტნის თქმით, რამოსს თავისი საქციელის გამო უნდა რცხვენოდეს.

“სერხიო რამოსს უნდა რცხვენოდეს – ესპანელი წლებია მსოფლიოს კლასის ფეხბურთელია, როგორც გუნდში, ისე ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ მე მის ადგილზე, საკუთარ შვილებს თვალებში ვერ შეხვედავდი”, - უთხრა BT Sport-ს ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რამოსმა კუადრადოს წითელი ბარათი 84 წუთზე მიაღებინა, თუმცა თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა. ფინალი კი, “რეალმა” დიდი ანგარიშით, 4:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115768