ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალთან” 1:4 მარცხის შემდგომ თამაში შეაფასა და მოწინააღმდეგეს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა.
“ვერ აგიღწერთ თუ როგორ ვგრძნობ თავს – ისევე, როგორც ყველა ჩვენი გულშემატკივარი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. “რეალმა” დამსახურებულად მოიპოვა გამარჯვება. ისინი ჩვენგან ტაშს იმსახურებენ. ამ სეზონში წარმოუდგენელი შანსი გვქონდა ისტორია შეგვეცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც ჩვენ გვინდოდა.
“იუვენტუსი” ისევ თავიდან დაიწყებს. ჩვენი გავაგრძელებთ ბრძოლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ”, - დაწერა თავის ინსტაგრამზე მარკიზიომ.
კლაუდიო მარკიზიო ფინალურ მატჩში მეორე ნახევარში ჩაერთო, თუმცა მან შედეგზე ზემოქმედება ვერ მოახდინა.