ფეხბურთი

13:35 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი - მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც ლიგა მშობლიურ ქალაქში მოიგო

უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ გეილმა ჩემპიონთა ლიგა მშობლიურ ქალაქ კარდიფში მოიგო. ფინალში "სამეფო გუნდმა" "იუვენტუსი" 4:1 დაამარცხა, ბეილი კი მოედანზე 77-ე წუთზე ქარიმ ბენზემას ნაცვლად შევიდა.

გარეტი გახდა მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარ ქალაქში მოიგო. აქამდე მსგავსი ბედნიერება შემდეგ მოთამაშეებს ჰქონდათ: ნიკოლა ანელკა ("რეალი" - 2000, პარიზი), ანჯელო დი ლივიო ("იუვენტუსი" - 1996, რომი), ალექს სტეპნი ("მანჩესტერი" - 1968, ლონდონი), მიგელ მინიოსი, ენრიკე მათეოსი (ორივე "რეალი" - 1957, მადრიდი).

0.126162