საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზირებული გამთამაშებლის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ათენელებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში "არისი" 3:0 დაამარცხა. ბოლო მატჩში აეკ-მა 71:60 მოიგეს.
მესამე შეხვედრაში დიქსონმა ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა მოაგროვა. მაიკლმა 6-დან 3 სამქულიანი და 10-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრების წევრმა ასევე 4 საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და პირად აქტივს 4 მოხსნა და 6 გადაცემა შესძინა.
ამრიგად, დიქსონისთვის სეზონი უკვე დასრუდა და ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.