ფეხბურთი

0:55 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
ჩემპიონთა ლიგა, ფინალი

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის "იუვენტუსი" 4:1 დაამარცხა. ესპანური გრანდი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც აღნიშნული ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო. გადამწყვეტ მატჩში ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ მე-20 წუთზე გახსნა, მალევე კი მარიო მანჯუკიჩმა ანგარიში მაკრატელა დარტყმით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში კაზემირომ და რონალდუმ 61-ე და 64-ე წუთებზე "სამეფო გუნდის" უპირატესობა საგრძნობად გაზარდეს და ფაქტობრივად მატჩს წერტილი დაუსვეს. შეხვედრის ბოლოს კი მარკო ასენსიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მეთორმეტედ მოიგო.

0.121699