კალათბურთი

0:25 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

18 წლამდელებმა რეგულარული პირველობა დაასრულეს

დასრულდა 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის საქართველოს 2016-2017 წლების ჩემპიონატის რეგულარული პირველობა, რომელშიც 13 გუნდი მონაწილეობდა. კონკურსგარეშე თამაშობდა აზერბაიჯანის გუნდი ,,ბაქო’’.

ასპარეზობა ორ წრედ ჩატარდა და გაირკვა ვინაობა იმ რვა გუნდის, რომლებიც ფლეი ოფში იასპარეზებენ. შესანიშნავად ითამაშა ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის გუნდმა ზაზა-1-მა, რომელსაც წაგება არ აქვს და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.

მეოთხედფინალური შეხვედრები ერთი მატჩისაგან შედგება. რაც შეეხება ნახევარფინალებსა და ფინალს აქ შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება.

გთავაზოთ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საბოლოო სატურნიტრო მდგომარეობას:

1 ზაზა1 24 24 / 0 1899 / 1209 48
2 ჰიუნდაი 24 20 / 4 1812 / 1372 44
3 გორი 24 19 / 5 1725 / 1583 43
4 აკადემია 24 17 / 7 1945 / 1479 41
5 არმია 24 17 / 7 1922 / 1617 41
6 ქუთაისი 24 13 / 11 1532 / 1590 37
7 სოხუმი 24 9 / 15 1651 / 1990 33
8 ბაქო 24 9 / 15 1290 / 1399 33
9 თსუ 24 7 / 17 1409 / 1740 31
10 ზაზა2 24 6 / 18 1363 / 1821 30
11 მართვე 24 5 / 19 1507 / 1844 29
12 დინამო 24 4 / 20 1347 / 1786 28
13 U-16 ნაკრები 24 6 / 18 739 / 711 18

რადგან მერვე ადგილზე კონკურსგარეშე მოასპარეზე ,,ბაქო’’ გავიდა, ფლეი ოფში მისი ადგილი მეცხრეადგილოსანმა თსუ-მ დაიკავა. მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ზაზა-1 - თსუ

,,ჰიუნდაი’’- ,,სოხუმი’’

,,გორი’’- ,,ქუთაისი’’

,,აკადემია’’- ,,არმია’’

შეხვედრებს პირველად დასახელებული გუნდები უმასპინძლებენ. მატჩების ჩატარების დროს მოგვიანებით დაადგენენ.

0.146531