პოპულარული პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს, რომ შესაძლოა, "მორეირენსემ" გიორგი მაკარიძე გაყიდოს.
საქართველოს ნაკრების მეკარეს 2018 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ კლუბს ფინანსურად მაინცდამაინც არ ულხინს და სურს, ფული იშოვოს. მაკარიძე კი "მორეირენსეს" ერთ-ერთი მოთხოვნადი ფეხბურთელია.
შეგახსენებთ, გიორგი შარშან ზაფხულში "ფეირენსედან" გადავიდა "მორეირენსეში".