ფეხბურთი

18:55 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” ალვეშისთვის იბრძოლებენ

მას შემდეგ, რაც დანი ალვეში “ბარსელონადან” “იუვენტუსში” გადავიდა, ბრაზილიელმა კლუბთან ერთად უკვე მოიგო იტალიის ჩემპიონატი და იტალიის თასი. ფეხბურთელს დიდი შანსი აქვს, ეს ყველაფერი ტრიპლეტად აქციოს და თასი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც აღმართოს.

მიუხედავად წარმატებული სეზონისა, 34 წლის მოთამაშემ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. ალვეშით “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი.

მიუხედავად იმისა, რომ “ქალაქელების” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან ბრაზილიელს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს, მას ლონდონში ცხოვრება ურჩევნია.

“ბებერ ქალბატონთან” მიმდინარე კონტრაქტი დანი ალვეშს მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.144538