კატალონიური “ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი არდა თურანი ახალი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გემოვნებაში არ ჯდება. ამის გათვალისწინებით, ესპანური მედია აქტიურად ალაპარაკდა, რომ შესაძლოა, თურქმა ესპანეთი დატოვოს. AS-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი თურქს 41 მილიონ ევროდ აფასებს.
არდა თურანით მისი ყოფილი კლუბი “გალათასარაი” და ინგლისური “არსენალი” დაინტერესდნენ.
თურქული გამოცემა Haberturk-ის ცნობით, “მეთოფეები” მზად არიან, არდაში 41 მილიონი ევრო გადაიხადონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ თურანმა ლონდონში უძრავი ქონება შეიძინა.
გასულ სეზონში არდა თურანმა “ბარსელონას” შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დააგროვა.