ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებული თამაში იქნება. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე 39 წლის მეკარემ აღნიშნა, მას თანაგუნდელებთან შედარებით სხვა ემოციები ეუფლება.
„ვგრძნობთ გულშემატკივრების ზეწოლას, თუმცა ამ გზით შეგვიძლია ვიპოვოთ ძალა იმისთვის, რომ დავამარცხოთ „რეალი“. ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება განუმეორებელი სიხარული. ეს სიტუაცია 2006 წლის ფინალის წინანდელ მდგომარეობას ძალიან გავს. ვგრძნობ იმავეს, რასაც მაშინ - კონცენტრირებული ვარ, ვნერვიულობ, პატივს ვცემ მეტოქეს და ამავდროულად ვაცნობიერებ ვინ ვართ ჩვენ.
ჩემთვის „ოქროს ბურთი“ მეორეხარისხოვანია - ახლა მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. დახურული სტადიონი? - ასეთ გარემოში მოთამაშია ამსტერდამსა და იაპონიაში 2002 წლის მუნდიალზე - ვფიქრობ, დიდი განსხვავება არაა. "რეალი" ფინალებს ყოველთვის იგებს, ჩვენ - ვაგებთ. თუმცა, ახლა დროა ისტორია შეიცვალოს და გამარჯვება "იუვენტუსს" დარჩეს.
ჩემი ემოციები ახლა განსხვავებულია, ვიდრე ჩემი ახალგაზრდა თანაგუნდელების. მე აღარ მაქვს სათამაშოდ კიდევ ხუთი წელი, ამიტომ ჩემთვის ეს განსაკუთრებული თამაშია. ბედნიერი ვიქნები თუ ჩემს გუნდს დავეხმარები ჩემპიონთა ლიგის მოგებაში“, - თქვა ჯიჯიმ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსისა“ და „რეალის“ ფინალური მატჩის დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი ჯიჯი ლიგა უნდა დადოთ წარმატებები იუვეს!!
იგუაინი გამაზავს ერთი ერთზე უეჯველია 1.5 აქ ამას კოეფიციენტი
მიდი ჯიჯი შენ ეს დაიმსახურე.
ოქროს ბურთი მეორეხარისხოვანიაო DDDDDDD
საღოლ ჯიჯექს, რა კაი ნამიოკი ჩაურტყა იმ ორ ხურუშიანს DDDDDDDD
შეიძლება შენ მაგ ჯილდოს არ ეძებ, მაგრამ მოიგე დღეს და ის თვითონ მოგძებნის.
ტირილი მოგინდება ისეთ კომენტარებს წააწყდები აქ)))))
ბუფონს არაფერს ვერჩი იტალიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მომკალი და ვერ ვხვდები ვინ აცხადებს ამას ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტად. დღეს რეალურად არის საშუალო დონის მეკარე რომელზე უკეთესსაც მინიმუმ ათს დაასახელებ მსოფლიოში.ის რომ იუვე ცოტას უშვებს დაცვის ხარჯზეა უმთავრესად. არიან დღეს ბუფონზე ძლიერი მეკარეები საშუალოდ რომ ორ გოლს უშვებენ და მშრალი თამაშებიც არ აქვთ იმიტომ რომ დაცვაა სუსტი. ბუფონი ლეგენდარული მეკარეა როდისღაც იყო ალბათ უძლიერესიც, მაგრამ ოქროს ბურთი რომ მისცენ სასაცილო იქნება
ეს განსხვავებული და ყოვლად არაფრისმომცემი აზრები ძაან მოდაში შემოვიდა
თუ იტყვი დღეს რომ მაგალითად "ვალენსიელი diego alves უფრო მაგარი მეკარეა ვიდრე ბუფონი და არგუმენტად მოიყვან რომ ის პენლებში მაგარია" ამ დროს უფრო კაი ტიპი ხარ ))) აბა ყველა ერთ აზრზე ხომ არ ვიდგებით ? ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ისეთი რაც კაკ მინიმუმ 2-3 კომენტარს მოიტანს
) ხო ასეა ბრატ ?
ოქროს ბურთს გავკარი, მარა კაცურად ჩამომითვალე ბუფონზე უკეთესი 10 მეკარე.
ისეთი კომენტარი დაწერა უეჭველი გუგლი დაჭირდება ბუფონის გარდა ათი მეკარე რომ ამოქექოს ვაფშე
"ვიდელ ჩუდესა ტეხნიკი, ნო ტაკოვაა..." (ფრაზა ფილმიდან "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას") DDDDDDDDDDD
DDDDDDDDDD თან 10-იო კაცოოოო.
ა კაცი აკომენტარი, აბა ის იყო კომენტარი იმ ისტერიჩკამ, რომ დაარეეხვა: ჩვენტვის ზღაპრული საღამო იქნება იმათთვის ტრაგედია ტფუუუ.