სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:18 | 3.06.2017 | ნანახია 4131 - ჯერ

ბევრის მთქმელი ფინალი: "ბებერი ქალბატონი" მეფის ტახტისკენ იყურება

ტურინის „იუვენტუსი“ 21 წლის შემდგომ თუ მადრიდის „რეალი“ ზედიზედ მეორედ?! - დღეს, კარდიფის უმშვენიერეს „მილენიუმ სთედიუმზე“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება და შესაბამისად, 2016-2017 წლების სეზონის გამარჯვებული გუნდის ვინაობაც გახდება ცნობილი.

თავიდან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინალში სეზონის უდაოდ ორი გამორჩეული გუნდი ითამაშებს. „იუვეც“ და „სამეფო კლუბიც“ მთელი სეზონის განმავლობაში ეტაპობრივად უმატებდნენ თამაშის ხარისხსს და თასისთვის სამართლიანად შეერკინებიან.

თამამად შეგვიძლია დღევანდელი დაპირისპირება მოვნათლოთ დაცვისა და შეტევის დუელად - „იუვეს“ ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული მიმდინარე ტურნირზე, ხოლო „რეალს“ ყველაზე მეტი - გატანილი. ორივე გუნდს ჰყავს BBC - ტურინელებს დაცვაში, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, „რეალს“ კი თავდამსხმელები, ბეილი, ბენზემა, რონალდუ... აქვე გეტყვით, რომ „იუვე“ მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა - 9 მოგება, 3 ფრე. საინტერესოა შეძლებს თუ არა, ტურინული გრანდი 2008 წლის შემდეგ გახდეს პირველი გუნდი, რომელიც წაუგებლად მოიგებს უეფას ჩემპიონთა ლიგას. საგულისხმოა, რომ "იუვეს" ჩინებული შანსი სეზონში ჰეთ-თრიქის შესრულების - ტურინელებს უკვე მოგებული აქვთ სკუდეტო და იტალიის თასი. ეს კი, მესამე და მთავარი სამიზნეა.

„რეალს“ აქვს უნიკალური შანსი გახდეს პირველი გუნდი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულის დაცვას და ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებას. თავის მხრივ, „იუვენტუსს“ 1996 წლის შემდგომ არ მოუგია ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი, თუმცა იქედან მოყოლებული 4 ფინალი წააგო. სხვათა შორის, „იუვე“ და „რეალი“ ლიგის ფინალის ყველაზე სტაჟიანი მონაწილენი არიან „მილანთან“ ერთად - დღეს ისინი გადამწყვეტ შეხვედრაში მეექვსედ ითამაშებენ (1992 წლიდან მოყოლებული). აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და ორჯერვე მოქმედ ჩემპიონს აჯობა ფინალში: 1985 წელს „ლივერპულს“ და 1996 წელს „აიაქსს“. ვნახოთ რა იქნება ამ ჯერზე.

ამ გუნდებისთვის ერთმანეთი უცხო სულაც არაა: 18 თამაში და სრული თანაფარდობა - 8/8 მოგება-წაგება და 2 ფრე. ურთიერთშეხვედრებზე უფრო ვრცლად ქვემოთ, მაგრამ იქამდე კი გეტყვით, რომ 1998 წელს ამსტერდამულ ფინალში ძლიერი ესპანური გრანდი გამოდგა. ამ მხრივ ტურინელებს სარევანშოდ აქვთ საქმე. თუმცა, არც მადრიდელები არიან ამ მხრივ მოტივაციას მოკლებული. სხვა თუ არაფერი, „რეალისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა 1996, 2003, 2005 და 2015 წლებში სწორედ „ბებერ ქალბატონთან“ დასრულდა.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დასვენებული და კონცენტრირებული ხვდება. „იუვემ“ იტალიის ჩემპიონობა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მოიპოვა, ისევე როგორც „რეალმა“ ესპანეთის. არც საკადრო პრობლემები აწუხებთ: „რეალს“ დანი კარვახალი და გარეტ ბეილი გამოუჯანმრთლდნენ, თუმცა დღეს ძირითადში დიდი ალბათობით, მხოლოდ ესპანელ განაპირა მცველს ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ზიდანის ბანაკში ტრავმირებულები საერთოდ არ არიან. ამ მხრივ, ცოტა მოიკოჭლებს „იუვენტუსი“ - იტალიელებს ლაზარეთში დანიელე რუგანი, მარკო პიაცა და სტეფანო სტურარო ჰყავთ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ არცერთი მათგანი ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება.

ბევრისთვის დღევანდელი შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუსა და ჯიჯი ბუფონის დაპირისპირებადაა მონათლული. ძნელია ამ მოსაზრებას გვერდ ავუაროთ - როგორც ამბობენ, დღეს გამარჯვებული წლის ბოლოს "ოქროს ბურთსაც" მოიგებს. გარდა ამისა, საინტერესო იქნება დანი ალვეშისა და მარსელოს დუელიც - სხვათა შორის, დანის შანსი აქვს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელსაც სამჯერ ექნება ჰეთ-თრიქი შესრულებული (ტიტულების მხრივ).

ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ფიცხელ და საინტერესო ბრძოლის მოლოდინშია. თუმცა, მასიმილიანო ალეგრიც და ზინედინ ზიდანიც აღიარებს, რომ ერთადერთი მიზანი თასის მოგებაა - ბუნებრივია.

არ დავივიწყოთ ჯანლუიჯი ბუფონი - ლეგენდარულ მეკარეს მესამედ ეძლევა შანსი მოიგოს ნანატრი ტიტული, რომელიც მის კარიერას ერთობ აკლია. თუ 2003 და 2015 წლებში ბუფონს ვერცხლის მედალი ერგო, ამჯერად შეუძლია ოქროსკენ გაიწიოს და ვნახოთ, მალე ყველაფერი გვეცოდინება. სხვათა შორის, ბუფონს შანსი აქვს გახდეს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა მოუგია.

სეზონის მთავარი შეხვედრა გერმანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, ხოლო მთავარი არბიტრი გამოცდილი ფელიქს ბრიხი იქნება. არბიტრებზე რომ ბევრია დამოკიდებული და დიდად განაპირობებს მათი გადაწყვეტილებები ამა თუ იმ მატჩთა მიმდინარეობას, არაერთხელ გავხდით ამის მოსწრენი. ზოგადად, ბრიხი აქამდე საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა...

აქვე გეტყვით, რომ დღეს "მილენიუმ სთედიუმი" გადაიხურება და პირველად მოხდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დახურულ სტადიონზე გაიმართება.

მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ ამ შეხვედრამდე მოვსულიყავით და ვეცდებით დღეს გავიმარჯვოთ. ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც ფავორიტია, რადგან „რეალი“ მოქმედი ჩემპიონია. დღევანდელ თამაშს კარგ კონდიციებში ვხვდებით, მაგრამ თასის ასაღმართად შესაბამისი რწმენაც საჭიროა.

მე ვფიქრობ, სწორ მომენტში სწორ ადგილას ვიმყოფებით. ჩვენ უნდა გადავლახოთ წარსულზე ფიქრი და წაგებული ფინალები დავივიწყოთ. მგონია, რომ „იუვემ“ 6 ფინალი კი არ წააგო, რვა ფინალი ითამაშა - ეს ნამდვილად ნიშნავს რაღაცას.

დარწმუნებული ვარ, დღეს ჩემი გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს, განსაკუთრებით ხასიათის კუთხით. დიდი მნიშვნელობა ექნება საგოლე მომენტების რეალიზებას და ამიტომ, როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ შანსი გვაქვს, ეს უნდა გამოვიყენოთ“.

ზინედინ ზიდანი („რეალის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ სეზონში რომ მოგევგო ლა ლიგა და მოვსულიყავით ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მზად ვიყოთ შეხვედრისთვის და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გუნდი მზადაა. „რეალმა“ იცის თუ რას ნიშნავს ზეწოლა. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ჩვენ არ ვართ ფავორიტები და შანსი 50%-50%-ზეა.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წარსულის ფინალებს. ახლა, ყველაფერი შესაძლებელია. ბავშვობაში რომ ეთქვათ, ჩემთვის ამდენს მივაღწევდი, არ დავიჯერებდი. მაგრამ ახლა ყველაფერი რეალობაა. მილანის შემდეგ ისევ ფინალში ვართ და ეს მშვენიერია.

ჩვენ მზად ვართ - ფეხბურთში ყველაფერი ბოლომდე უნდა გაიღო, იმ შემთხვევაშიც თუ მარცხი გარდაუვალია. მე ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წამიგია და ვიცი, რომ ეს შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოხდეს. იგივე ეხება „იუვენტუსსაც“ - ვეცდებით ვითამაშოთ ჩვენთვის ჩვეული ფეხბურთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, რადგან გულშემატკივარს ერთადერთი რამ სურს - დიდი ფინალის ხილვა“.

სავარაუდო შემადგენლობები:

კარდიფი, „მილენიუმ სთედიუმი“

3 ივნისი, 22:45 საათი

„იუვენტუსი“ (3-4-2-1): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, ხედირა, პიანიჩი, ალექს სანდრო; დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ფაქტები

„რეალს“ მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ხოლო „იუვენტუსს“ ყველაზე ნაკლები გაშვებული.

ორივე გუნდისთვის ბოლო წლებში ფინალი ნაცნობი ადგილია - „რეალი“ მოქმედი ჩემპიონია და 2014 წელსაც იგივე მოახერხა, ხოლო „იუვენტუსმა“ 2015 წელს „ბარსელონასთან“ წააგო.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1998 წელსაც დაუპირისპირდნენ - მაშინ, ამსტერდამში, მადრიდელებმა 1:0 მოიგეს. „იუვეს“ ღირსებას იმ დღეს, „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იცავდა. ჯამში „რეალს“ 11 ჩემპიონობა უმაგრებს ზურგს.

„იუვენტუსმა“ ტიტულის მოგება მხოლოდ ორჯერ, 1985 და 1996 წლებში მოახერხა. თუმცა 6 ფინალი წააგო, რაც ყველა სხვა გუნდზე მაღალი მაჩვენებელია.

„იუვემ“ ფინალამდე მისვლა წაუგებლად მოახერხა: 9 გამარჯვება, 3 ფრე. ბოლოს ჩემპიონთა ლიგა წაგების გარეშე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო (2008 წელს).

1992 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა ჰქვია გათამაშებას, „რეალი“ და „იუვენტუსი“ ფინალში მეექვსედ გავიდნენ. ასეთივე მაჩვენებელი აქვს „მილანს“ - ეს კი, რეკორდია.

აქამდე, ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ ხუთიდან ყველა ფინალი მოგებული აქვს, ხოლო „იუვენტუსმა“ იმავე რაოდენობის ფინალებიდან მხოლოდ პირველი, 1996 წელს მოიგო ამსტერდამის „აიაქსთან“.

ფინალის გამოცდილება

„იუვენტუსი“

1972-1973: „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:0

1982-1983: „ჰამბურგი“ – „იუვენტუსი“ 1:0

1984-1985: „იუვენტუსი“ – „ლივერპული“ 1:0

1995-1996: „იუვენტუსი“ – „აიაქსი“ 1:1 (პენ: 4:2)

1996-1997: „დორტმუნდი“ – „იუვენტუსი“ 3:1

1997-1998: „იუვენტუსი“ – „რეალი“ 0:1

2002-2003: „იუვენტუსი“ – „მილანი“ 0:0 (პენ: 2:3)

2014-2015: „იუვენტუსი“ – „ბარსელონა“ 1:3

2015 წელს „იუვენტუსმა“ მეექვსე ფინალი წააგო და ამ მხრივ „რეკორდსმენი“ გახდა. ხუთჯერ აქვთ ფინალი წაგებული „ბაიერნსა“ და „ბენფიკას“.

ჯანლუიჯი ბუფონი დღევანდელი გუნდიდან ერთადერთია, რომელსაც 2003 წლის ფინალშიც უთამაშია.

ბუფონი, სტეფან ლიხშტაინერი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი და კლაუდიო მარკიზიო 2015 წელს, ბერლინის ფინალშიც მოედანზე იყვნენ. სტეფანო სტურარო სათადარიგო სკამზე დარჩა, ხოლო ჯორჯო კიელინი ტრავმირებული გახლდათ.

სამი ხედირამ 2014 წელს „რეალის“ შემადგენლობაში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. მარიო მანჯუკიჩმა იგივე „ბაიერნის“ რიგებში გაახერხა (2013 წელს), ხოლო დანი ალვეშმა „რეალში“ სამჯერ მოიგო ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი (2009, 2011 და 2015 წლებში). ამ სამ ფეხბურთელს შანსი აქვს შეუერთდნენ კიდევ 13 მოთამაშეს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში აქვთ მოგებული.

მარიო მანჯუკიჩსა და ალვარო მორატას შანსი აქვთ ფინალში ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში გაიტანონ. იგივე რამ აქამდე ველიბორ ვასოვიჩმა („პარტიზანი“ 1966 და „აიაქსი“ 1969) და კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხეს („მანჩესტერი“ 2008 და „რეალი“ 2014).

„იუვენტუსს“ ასევე ოთხჯერ აქვს უეფას თასის ფინალში ნათამაშები და მათგან სამი ფინალი მოიგო (1977, 1990 და 1993 წლებში), ხოლო ერთი წააგო (1995 წელს). 1984 წელს კი, თასების თასის ფინალში გაიმარჯვა.

„რეალი“

„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 11-ჯერ მოიგო (რეკორდი) და მათ შორის, ბოლო ხუთი ზედიზედ. მარცხი კი, მხოლოდ სამჯერ განიცადა.

1955-1956: „რეალი“ – „რეიმსი“ 4:3

1956-1957: „რეალი“ – „ფიორენტინა“ 2:0

1957-1958: „რეალი“ – „მილანი“ 3:2 (დ.დ)

1958-1959: „რეალი“ – „რეიმსი“ 2:0

1959-1960: „რეალი“ – „აინტრახტი“ 7:3

1961-1962: „ბენფიკა“ – „რეალი“ 5:3

1963-1964: „ინტერი“ – „“რეალი“ 3:1

1965-1966: „რეალი“ – „პარტიზანი“ 2:1

1980-1981: „ლივერპული“ – „რეალი“ 1:0

1997-1998: „რეალი“ – „იუვენტუსი“ 1:0

1999-2000: „რეალი“ – „ვალენსია“ 3:0

2001-2002: „რეალი“ – „ლევერკუზენი“ 2:1

2013-2014: „რეალი“ – „ატლეტიკო“ 4:1 (დ.დ)

2015-2016: „რეალი“ – „ატლეტიკო“ 1:1 (პენ: 5:3)

„რეალს“ შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებს. ბოლოს ასეთი შანსი „მანჩესტერს“ ჰქონდა, მაგრამ 2008 წელს გამარჯვებას 2009 წელს, მარცხი მოჰყვა.

„მილანმა“ 1989 და 1990 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და იმის შემდეგ ასეთი რამ ვერავინ გააკეთა.

ზინედინ ზიდანს აქვს შანსი გახდეს პირველი მწვრთნელი ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგებს მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგას, ხოლო სერხიო რამოსს იგივეს გაკეთების შესაძლებლობა კაპიტნის რანგში აქვს.

კრიშტიანუ რონალდუსა (2008, 2014) და სერხიო რამოსს (2014, 2016) შანსი აქვთ გახდნენ პირველი ფეხბურთელები, რომლებიც გოლს სამ ფინალში გაიტანენ. აქამდე ორ ფინალში თავის გამოჩენა მათ გარდა, კიდევ სამმა ფეხბურთელმა მოახერხა: რაული (2000, 2002), სამუელ ეტო’ო (2006, 2009) და ლიონელ მესი (2009, 2011).

დანი კარვახალს, რაფაელ ვარანს, სერხიო რამოსს, ფაბიო კოენტრაოს, ლუკა მოდრიჩს, კრიშტიანუ რონალდუსა და ქარიმ ბენზემას 2014 წლის ფინალში აქვთ ნათამაშები, ხოლო მარსელო და ისკო შეცვლაზე შევიდნენ. პეპე თადარიგში დარჩა.

შარშანდელ ფინალში კი, ძირითადში კეილორ ნავასი, პეპე, კაზემირო, კარვახალი, მარსელო, ბეილი ტონი კროოსი, რონალდუ, მოდრიჩი და ბენზემა იყვნენ. დანილო, ლუკას ვასკესი და ისკო შეცვლაზე შევიდნენ, კასილია, ნაჩო და ხამესი თადარიგში დარჩნენ.

თუ „რეალში“ ფინალში მოიგებს ეს იქნება ესპაური გუნდებისთვის მეათე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან). მასთან ყველაზე ახლოს იტალიია - 5 ტიტული.

„რეალი“ ევროტურნირებზე 29-ე ფინალის სათამაშოდ ემზადება (ყველა ტურნირის ჩათვლით).

ურთიერთშეხვედრები

„იუვენტუსისა“ და „რეალის“ ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა: 8-8 მოგება/წაგება და 2 ფრე. ბურთების ბალანსი იტალიელთა მხარესაა: 21:18.

ბოლოს ეს ორი გრანდი ერთმანეთს 2014-2015 წლების სეზონში ნახევარფინალში შეხვდნენ. მაშინ, ტურინელებმა ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

იტალიაში ალვარო მორატამ, კრიშტიანუ რონალდუმ და კარლოს ტევესმა გაიტანეს.

2015 წლის 5 მაისს, ტურინში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

„იუვენტუსი“: ბუფონი, ლიხშტაინეტი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, სტურარო (ბარძალი 64), მარკიზიო, პირლო, ვიდალი, მორატა (ლორენტე 78), ტევესი (პერეირა 86)

„რეალი“: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, პეპე, მარსელო, კროოსი, ისკო (ჩიჩარიტო 63), ხამესი, ბეილი (ხესე 86), რონალდუ

მადრიდული მატჩი კი, ფრედ 1:1 დასრულდა. რონალდუს გოლს მორატამ უპასუხა.

2015 წლსი 13 მაისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:

„რეალი“: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კროოსი, ისკო, ხამესი, ბეილი, ბენზემა (ჩიჩარიტო 67), რონალდუ

„იუვენტუსი“: ბუფონი, ლიხშტაინეი, ბონუჩი, კიელინი, ერვა, მარკიზიო, პირლო (ბარძალი 79), ვიდალი, პოგბა (პერეირა 89), მორატა (ლორენტე 84), ტევესი

„იუვენტუსს“ „რეალთან“ ბოლო სამი თამაში წაგებული არ აქვს: 1 მოგება, 2 ფრე. ბოლოს ესპანელებმა 2013 წელს, მადრიდში მოიგეს რონალდუს დუბლით - 2:1. ეს იყო „ბებერი ქალბატონის“ ერთადერთი მარცხი „რეალთან“ ბოლო 7 მატჩში (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).

„რეალმა“ „იუვენტუსს“ ბოლო ოთხ მატჩში 5 გოლი გაუტანა და აქედან ოთხი კრიშტიანუს ანგარიშზეა.

1998 წელს კი, ფინალში ესპანურმა გრანდმა მოიგო პრედრაგ მიატოვიჩის გოლით.

1998 წლის 20 მაისს, ამსტერდამში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

„იუვენტუსი“: პერუცი, პესოტო (ფონსეკა 70), ტორიჩელი, მონტერო, იულიანო, დი ლივიო (ტაკინარდი 46), დეშამი (კონტე 77), დავიდსი, ზიდანი, დელ პიერო, ინძაგი

„რეალი“: ილგნერი, პანუჩი, იერო, სანჩისი, რობერტო კარლოსი, რედონდო, კარამბე, ზეედორფი, რაული (ამავისკა 90), მორიენტესი (სანჩესი 81), მიატოვიჩი (შუკერი 90)

ეს არ ყოფილა ერთადერთი მატჩი, რომელშიც გუნდები ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდნენ. 1961-1962 წლების სეზონში პარიზში, „რეალმა“ 3:1 მოიგო.

სტატიტიკა

„იუვენტუსი“

„მონაკოსთან“ ნახევარფინალში „იუვემ“ პირველი გოლი გაუშვა პლეი-ოფში. მთელ ტურნირზე კი - მესამე. ტურინელებს გოლი ზედიზედ 690 წუთი ვერავინ გაუტანა. ამაზე უკეთესი მშრალი სერია მხოლოდ „არსენალს“ ჰქონია (995 წუთი).

„იუვენტუსს“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ 53-ჯერ აქვს ნათამაშები უეფას ტურნირებში. ბალანსი ასეთია: 19 მოგება, 14 ფრე და 20 წაგება. ბურთების ბალანსი: 61:55.

„ბებერი ქალბატონი“ მიმდინარე სეზონში ორ ესპანურ კლუბს უკვე ეთამაშა: „სევილია“ (0:0, 3:1) და „ბარსელონა“ (3:0, 0:0).

პირველი ესპანური კლუბის წინააღმდეგ ჩატარებული ფინალი კი, 1977 წელს იყო უეფას თასზე: ბილბაოს „ატლეტიკთან“ იტალიელებმა ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვეს.

„იუვენტუსი“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 3 წაგება

2002-2003: ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, 2:3

1995-1996: ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „აიაქსი“ 4:2

1986-1987: ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, „რეალი“ 1:3

1985: საკონტინტეთაშორისო თასი, ფინალი, „არხენტინოს ხუნიორსი“ 4:2

1980-1981: უეფას თასი, მეორე ეტაპი, „ვიძევი“ 1:4

1977-1978: ჩემპიონთა თასი, მეოთხედფინალი, „აიაქსი“ 3:0

„რეალი“

„რეალმა“ მიმდინარე გათამაშებაში პირველად „ატლეტიკოსთან“ წააგო (1:2). მანამდე ბალანსი ასეთი იყო: 8 მოგება, 3 ფრე. ამასთან, პლეი-ოფში ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო.

„სამეფო კლუბი“ სანამ „როხიბლანკოსთან“ წააგო, მანამდე 16 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (11 მოგება, 5 ფრე).

„რეალს“ იტალიური გუნდებთან ბოლო ოთხი თამაში მოგებული აქვს, „რომასთან“ და „ნაპოლისთან“. ბოლოს სწორედ, „იუვენტუსი“ იყო ის იტალიური კლუბი, რომელმაც „რეალთან“ არ წააგო.

მადრიდელები იტალიელების წინააღმდეგ შემდეგნაირად თამაშობენ: 69 მატჩი, 33 მოგება, 11 ფრე, 25 წაგება, 104: 87 ბურთების ბალანსი.

„რეალი“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 2 წაგება

2015-2016: ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „ატლეტიკო“ 5:3

2011-2012: ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი, „ბაიერნი“ 1:3

1986-1987: ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, „იუვენტუსი“ 3:1

1974-1975: თასების თასი, მეოთხედფინალი, „ცრვენა ზვეზდა“, 5:6

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში თამაშობდა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო (1997 და 1998 წლებში).

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზიდანმა ჯანლუიჯი ბუფონს პენალტი გაუტანა. თუმცა, შემდეგ წითელი ბარათი მიიღო, მსოფლიო თასი კი იტალიამ და ბუფონმა აღმართეს.

მასიმილიანო ალეგრი „მილანის“ თავკაცის რანგში „რეალთან“ 2010-2011 წლების სეზონში 0:2 დამარცხდა. მაშინ რონალდუმ დუბლი შეასრულა, ხოლო მერე თამაში „სან სიროზე“ 2:2 დასრულდა.

გონსალო იგუაინი „რეალში“ 2007-2013 წლებში გამოდიოდა. „პიპიტამ“ „ბლანკოსის“ მაისურით 264 მატჩში 121 გოლის გატანა შეძლო და სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

ალვარო მორატა „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა. მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით მან 63 თამაშში 15 გოლი გაიტანა ტურინელთა შემადგენლობაში.

სამი ხედირა „რეალში“ 2010-2015 წლებში თამაშობდა. 2014 წელს ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ორი წლით ადრე, პრიმერადივიზიონი მოიგო. ლა ლიგაში მან 102 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

მარიო მანჯუკიჩი „ატლეტიკოში“ ასპარეზობისას „რეალს“ შვიდჯერ დაუპირისპირდა (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). 2015 წლის 7 თებერვალს კი, 4:0 მოგებულ მატჩში გოლიც გაიტანა, ისევე როგორც ესპანეთის სუპერთასზე (2:1).

დანი ალვეში ესპანეთში 14 წელი თამაშობდა - ბრაზილიელის ბალანსი „რეალთან“ ასეთია: 22 მოგება, 7 ფრე, 13 წაგება (ორი გატანილი გოლი). სერხიო რამოსი „სევილიაში“ 2003-2005 წლებში ირჯებოდა და ისინი თანაგუნდელები იყვნენ.

მატეო კოვაჩიჩი „ინტერის“ რიგებში „იუვენტუსს“ ხუთჯერ დაუპირისპირდა: 0 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.

ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი და მარკიზიო მოედანზე იყვნენ ევრო 2012-ის ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ. „ფურია როხას“ ღირსებას იმ დღეს რამოსი იცავდა.

კროოსი და ხედირა ბურფონს, ბარძალის, ბონუჩისა და კიელინის ევრო 2016-ზე დაუპირისპირდნენ გერმანიის ნაკრების რიგებში. ბონუჩიმ გოლიც გაიტანა, თუმცა პენალტების სერიაში იგივე ვერ გააკეთა. პენალტები ზუსტად დაარტყეს ბარძალიმ და კროოსმა.

იმავე ჩემპიონატის მერვედფინალში კიელინიმ ესპანეთის ნაკრებს გაუტანა. ბუფონი, კიელინი, ბარძალი და ბონუჩი მაშინ რამოსს, მორატასა და ლუკას ვასკესს დაუპირისპირდნენ.

რამოსმა პენალტი გაუტანა ბუფონს 2013 წლის კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში. ბონუჩიმ კი, კარს ააცილა.

ბენზემამ გააცუდა პენალტი ლიხშტაინერის შვეიცაარის ნაკრებთან თამაშისს 2014 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე. მატჩი ფრანგებმა 5:2 მოიგეს.

ევრო 2016-ზე მორატამ ხორვატიას გოლი გაუტანა, ხოლო რამოსმა პენალტი გააცუდა. ხორვატების რიგებში სკამზე დარჩნენ მოდრიჩი და მანჯუკიჩი. მარკო პიაცა და მატეო კოვაჩიჩი კი, მოედანზე იყვნენ.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ტონი კროოსი და სამი ხედირა (გერმანია)

მარსელო, დანილო, კაზემირო და დანი ალვეში, ალექს სანდრო (ბრაზილია)

ხამეს როდრიგესი და ხუან კუადრადო (კოლუმბია)

მატეო კოვაჩიჩი, ლუკა მოდრიჩი და მარიო მანჯუკიჩი, მარკო პიაცა (ხორვატია)

ყოფილი თანაკლუბელები:

დანილო, ხამეს როდრიგესი და ალექს სანდრო („პორტუ“ 2011-2013)

დანილო და ალექს სანდრო („სანტოსი“ 2010-2011)

ტონი კროოსი და მარიო მანჯუკიჩი („ბაიერნი“ 2012-2014)

მარიო მანჯუკიჩი და ლუკა მოდრიჩი („დინამო“ ზაგრები 2007-2008)

ქარიმ ბენზემა და მირალემ პიანიჩი („ლიონი“ 2008-2009)

დანი ალვეში და სერხიო რამოსი („სევილია“ 2003-2005)

Loading...

კომენტარები (27)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:32 | 03.06.2017
marca (2735)

kaptain takhmagido (22)

ხოდა მე კიდე YYY ს მისუქებს მაგრად შენ რა გახატია, შენთვის არავის დაუთვლია არაფერი , კაზემიროს რც შეეხება დაინდეს მარა ვიდალი მანამდე იყო გასაგდები ზოგადა 93284309 ჯერ თან, და კარში დარტყმებით იმის თქმა მინდა რომ გუნდს პრეტენზია არ უნდა ქონდეს , არ იმსახურებდა და ვერ გავიდა !!!!!!!! ვოტ ი ვსოო!!!!!

დალშე მაგრად დიშლაზე მახატია

15:24 | 03.06.2017
kaptain takhmagido (24)

კარში დარტყმები რო ვითვალო მასე 2009 დან მოყოლებული ყოველ წელს ბარსა უნდა იგებდეს ლიგას

15:54 | 03.06.2017
კორბენ ცრუმართალა (13790)

კი წელს განსაკუთრებით ბევრი დაარტყეს იუვესთან DDD

16:18 | 03.06.2017
kaptain takhmagido (24)

კაი ეს ერთი წელი გამოვაკლოთ თანახმა ვარ, დანარჩენ წლებში ყველა მატჩი ავიღოთ და თუ კარსი დარტყმები მეტი ქონდა ყველა მატჩში მოგება ჩავუთვალოთ

15:18 | 03.06.2017
kaptain takhmagido (24)

marca (2675) პასუხი
რავარი ოპტიმისტური კომენტარებია)))))))) ისე იმ გუნდის დ ე და ს ქწრ234ე1ე2ქ რომელსაც 2 მატჩის ჯამში სულ 3 დარტყმა ექნება არის მიმარტულებით, რა კაშაი ბიჭო რის კაშაი, შარშანწინაც კაშაი იყო რო გადაუგდეს ხახაში ????
----------------------------------------------------------------------

რის კაშაიო? ეხლავე აგიხსნი - პირველი ის რო კაზემირო ასჯერ გასაგდები იყო არ გააგდო. მეორე ის რო ბავარია 1-2 იგებდა მადრიდში და უკვე მისი თამაში მიდიოდა და კაცი გაუგდო ტყუილად, მესამე ის რო იმხელა თამაშგარე გოლი ჩაუთვალა, და მეტი რაღა გინდა?

რას მითვლი კარში დარტყემბს, ეგ არ მახატიაა?

15:06 | 03.06.2017
marca (2735)

ხოდა აქვე დავამატებ რო რეალმა რო წააგოს ფინალი ნაკლებათ გამიტყება ჯერ იმიტო რო და ხუია ი ბოლშე გვაქ ეგ ტიტულები და მერე მეორე ვის ვისს და იუვეს და ბუფონს ეკუთვნის ლიგა!!!

15:05 | 03.06.2017
marca (2735)

რავარი ოპტიმისტური კომენტარებია)))))))) ისე იმ გუნდის დ ე და ს ქწრ234ე1ე2ქ რომელსაც 2 მატჩის ჯამში სულ 3 დარტყმა ექნება არის მიმარტულებით, რა კაშაი ბიჭო რის კაშაი, შარშანწინაც კაშაი იყო რო გადაუგდეს ხახაში ????

14:25 | 03.06.2017
kaptain takhmagido (24)

კაშაი თუ ძირითადშია ჩემ Yს მოიგებენ

14:19 | 03.06.2017
sabonis (8771)

ნახეთ ერთი ბუფონზე, რომ სტატია იქ რას ახათქებს ერთი ამერიკის დროშიანი ბუფონე.Dდ

14:05 | 03.06.2017
NGoLo KaNte (36472)

ვინ მოიგებს ნაკლებად მადარდებს რეალის და იუვეს გულშემატკივრებთან ბოდიში მაგრამ ჩემთვის კარგი იქნება დამატებითი დროც თუ იქნება და პენალტები ანუ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს თამაში ეს სურვილი
ისე კი
მგონია რო მაგარი ფრთხილი ტამაში წავა პირველი წუთებიდანვე სადღაც 15 - 20 წუთი მხოლოდ შეცდომების გამოყენებაზე იქნებიან ორიენტირებული ბურთს ალბათ უფრო რეალი დაიჭერს და კონტრშეტევებზე აეწყობა იუვე იტალიელებსაც ექნებათ ბურთი მაგრამ ალაგგალაგ ასევე მინდა პირველი გოლი რეალმა გაიტანოს რადგან უფრო კაი ტამაში წავა ვიდრე იუვემ შეაგდოს გოლი უფრო მოკვდება იგრა

13:59 | 03.06.2017
kacichamia (5090)

კარგი ფინალის მოლოდინში ვარ, როგორც ნეიტრალური ვფიქრობ რო ამ თამაშს გადაწყვეტს ვინც ცენტრის ბატონ-პატრონი გახდება სადაც ვფიქრობ უპირატესობა რეალს ექნება, მოდრიჩი სასწაულ ფორმაშია... თანაბარ თამაშს ველი და ვფიქრობ რეალი 2-1 მოიგებს დამატებით დროსაც არ გამოვრიცხა.

13:28 | 03.06.2017
Nowotny (727)

რეალის დდ მღღ....ღ..ღდღდღდღფღსღს, ფეხბურთის ჩირქია ეგ ბო......იშვილი გუნდი

13:26 | 03.06.2017
Nowotny (727)

რეალის დდ მღღ....ღ..ღდღდღდღფღსღს, ფეხბურთის ჩირქია ეგ ბო......იშვილი გუნდი

13:25 | 03.06.2017
Nowotny (727)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

13:24 | 03.06.2017
Nowotny (727)

კრისწი უნდა ვაქვითინო რამოსის კალთაში

13:23 | 03.06.2017
Nowotny (727)

კორბენიკო შენი რეალი იწკმუტუნებს დღეს ნათრევი ძაღლივით, იუვეს გაეშვი

13:20 | 03.06.2017
Nowotny (727)

თეთრი სა...მ..ძ..ღ..ნერეთი ამაი..ტ..ყ..ვნება დღეს ვგონებ

13:19 | 03.06.2017
კორბენ ცრუმართალა (13790)

ქვემოთ ო.მერცხალმა კარგად თქვა - პატარა სტადიონიანებიო DDDDDDDDDD
მართლა ეგეთები არიან. რა ვიცი, ისაო ესაო... ყველაზე მეტი ფანი გვყავს იტალიაშიო. ტილიან 40 ათასიან სტადიონს ავსებენ და ტრაბახობენ, გრანდები ვართო. თან ახალი აშენებულია DDDDDDDD
ვაბშე 20 ათასიანი აეშენებინათ, ხალხი ხეებზე ავიდოდა, იქიდან უყურებდა და იტრაბახებდა ანიელების კლანი - აი რამხელა მოთხოვნაა ჩვენს თამაშზე დასასწრებადო DDDDDDDDD
მასხარა ტრიკიანები ეგენი !!! ბუფონი რომ არა, ზედაც არ შევხედავდი DDDD

13:11 | 03.06.2017
კორბენ ცრუმართალა (13790)

დღევანდელი ფინალით უნდა დავტკბე. ყოველგვარი გულშემატკივრობისა და ნერვების გლეჯის გარეშე. რეალმა პრიმერაში მცა პატივი და ჩემპიონი გახდა. იუვემ კი ლიგაზე დაუსაბუთა ბარსას, თუ რატომ უნდა ეწეროთ გულზე მრავალმნიშვნელოვანი სიტყვა რა-კუტ-ენი DDDDDDD
იუვეს ეკუთვნის თასი. არც მსაჯებისგან პატივისცემაშია წლევანდელ ტურნირზე შემჩნეული, თამაშობს გამართულად და დამაჯერებლად, კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. ამდენი ფინალის წაგების შემდეგაც, ლოგიკურად უნდა მოიგოს. და რა თქმა უნდა ჯიჯის ფაქტორიც...
რახან იუვეს ეკუთვნის, ეს იმას არ ნიშნავს რომ რეალს არ ეკუთვნის. ეკუთვნის და თან როგორ (ბავარიის და ბარსას ფანებს ვენაცვალე მე DDDDDDDDD)...
მოკლედ ფავორიტი მე პირადად მაინც იტალიელები მგონია. მაგრამ თუ კიდევ წააგეს, უფლებას ვიტოვებ რომ შემოვიდე და ორიოდე მწარე სიტყვა ვთქვა DDDDDDDDDD იუვენტინოები მაპატიებენ ვიცი...

12:49 | 03.06.2017
BEERTRANCE (97819)

პენლები და ნერვების წყვეტა მინდა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

12:08 | 03.06.2017
maradona73biankoneri (12347)

ფორცა იუვეეე!

თასი უნდა ავწიოთ დღეს.

12:06 | 03.06.2017
შტაბკარწირა ქინძი მიშა (276)

მიდი რეალ ზედიზედ მოიგე ეს თასი. შენი და ვიქტორ კაშაის სახელი ისტორიაში ჩაიწერება. თქვენი რეალ მსაჯრიდი დდშვ... დღეს უნდა გაუდონ ამ მსაჯების და უეფას ნათრევ თეთრს ბალაყანას...

11:54 | 03.06.2017
junior )) (125)

სახლი და მანქანა დავდე იუვეს თასის აღებაზე და ხვალ ორჯერ მეტი მექნება

14:16 | 03.06.2017
კორბენ ცრუმართალა (13790)

პასილაემ დვა, პალუჩაემ ჩეტირე... DDDDDDDD

10:23 | 03.06.2017
miriani (2605)

რა რეალი და იუვე გავკარი ერთსაც და მეორესაც....
ტორპედოოოოოოოო. :-D :-D :-D

09:59 | 03.06.2017
achtetva (16)

მიდი მადრიდ დაწერე ისტორია

07:55 | 03.06.2017
ogafa (8216)

დღეს 22 45 სთ ზე

07:50 | 03.06.2017
adp10 (10649)

იდეალური გამარჯვება იქნება ბოლო წუთზე (როცა იუვე წინ იქნება) ბადრიას ტრანსს პენალი აუღოს ჯიჯიმ

ისე კი 1-1 მგონია და პენალტების სერია

ფორცა

07:38 | 03.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1265)

მოკლეთ! დღეს 3:1 ვიგებთ )))
2 ტაიმში გაირღვევა იუვენტუსის დაცვის ხაზი )))))))))))
ნუ ისე არ გაფარჩაკდება როგორც ბაიერნის მარა მაინც მოვიგებთ))):
ჰალა მადრიდ !

10:48 | 03.06.2017
bavaria-munchen5 (1311)

ვან გაფარჩაკდა? ტყუილად გაგდებულზე დამატებითში თამაშგარე გოლები რო იჩუქეს ეგ გაფარჩაკებაა? რას ინტრიგანობ თუ გგონია ნერვებს მოუშლი ვინმეს?

15:36 | 03.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1265)

აი შენი საყვარელი ლამი :

15:37 | 03.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1265)

მარსელომ რო კუზა 2 თამაში ზედიზედ

14:38 | 03.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1265)

აუ შენ დასალაგებელი გაქ ნერვები ჯიგარო : ბიჯო წლები ეხლა სულ ეგრე იქნება ბაიერნი რეალთან ნათრევი და სულ ასე უნდა ილაპარაკო ?

02:43 | 03.06.2017
O. Mertskhali (3331)

უბრალო მოგება არ მაკმაყოფილებს - ფორით მიართვით, მაგ პატარა სტადიონიანებს!

სტატისტიკა
0.183405