მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისი გუნდი გაიმარჯვებს. როგორც პორტუგალიელმა თქვა, “სამეფო კლუბი” “იუვენტუსზე” ძლიერია და ამიტომ თასს ესპანელები აღმართავენ.
“როგორ წარმომიდგენია შაბათის საღამო? – თასს ცაში ჩვენ აღვმართავთ. “იუვენტუსი” საოცარი გუნდია და დაბალანსებული დაცვის ხაზი ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ. ფინალი ჩვენთვის ჯადოსნური იქნება, მათთვის – ტრაგიკული”, - უთხრა რონალდუმ Fox Sports-ს.
შეგახსენებთ, “იუვენტუსისა” და “რეალის” ფინალური მატჩი 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება.