რომის “ლაციომ” მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
სიმონე ინძაგიმ “ლაციო” 2015/2016 წლების სეზონის მიწურულს ჩაიბარა, თუმცა ზაფხულში იგი მარსელო ბიელსას უნდა ჩაენაცვლებინა.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ არგენტინელმა ბოლო მომენტში “არწივების” გაწვრთნა იუარა, ხოლო ინძაგის რომში დარჩენა მოუწია. 2016/2017 წლების სეზონში კი, “ლაციომ” ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და იტალიის თასის ფინალში გავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჟარდიმი ჭკვიანი მწვრთნელია ემერის ნაღდად ჯობია მთელი მონაკო იყიდა არაბმა