ბიზნესის კუთხით რომ ვიმსჯელოთ, წესით, მსოფლიოში ყველა ფირმასა და კომპანიას უნდა აწყობდეს ისეთ ცნობილ ადამიანთან საქმის დაჭერა, როგორიც, მაგალითად, ამერიკელი მეჩოგნე, სერენა უილიამსია. თუმცა, როგორც ჩანს, გამონაკლისებიც არსებობენ და მთელი უცნაურობაც ამაშია.
ცოტა ხნის წინ, სერენამ ფეხსაცმლის მწარმოებელ ერთ-ერთ იტალიურ ფირმას თხოვნით მიმართა, მისთვის სპორტული ფეხსაცმელი დაემზადებინა, და არც ფირმის მიერ გაცხადებულ ფასდაკლებაზე იქნებოდა უარს. მაგრამ, იტალიელებმა სერენას თხოვნა შორს დაიჭირეს და ფასდაკლება კი არა, საერთოდ უარი განაცხადეს მისთვის რაიმეს დამზადებაზე.
ამ ამბავმა სულ მთლად გადარია უილიამსის ქალი, რომელმაც იტალიელი მკერავების დამოკიდებულებაში არც მეტი, არც ნაკლები, რასიზმის ნიშნები დაინახა და ეს ამბავი მთელ მსოფლიოს ამცნო. მეფეხსაცმლეებიც იძულებულები გახდნენ, სიჯიუტე დაევიწყებინათ, ბოდიშიც კოხტად მოიხადეს და სერენას ის ნანინანატრი ფეხსაცმელიც ლამაზად, შეფუთილი აახლეს. მაგრამ, მაინც გასაკვირია, ბიზნესმა ჩოგნის ზომა და კანის ფერი ხომ არ იცის...