ჭადრაკი

12:30 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძემ ძლიერ მეტოქეს მოუგო

ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მე-4 ტურის პარტიები გათამაშდა.

ქართველ გულშემატკივართა გამორჩეულ ინტერესს ლიდერთა შორის მყოფი დავით ჯოჯუას (2581) თამაში იწვევდა, რომელიც კიდევ ერთ ლიდერთაგანს, მასზე მაღალი რეიტინგის მქონე დანილ დუბოვს (2660) ეთამაშებოდა. შეხვედრა ყაიმით დასრულდა და ორივე მოჭადრაკე ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მეტოქე ლუკა პაიჭაძეს (2568) ჰქონდა, რომელიც იან-კრისტოფ დუდას (2693) ეთამაშებოდა. ლუკამ შესანიშნავად ითამაშა, მოახერხა ძლიერი მეტოქის დამარცხება, 2,5 ქულა დააგროვა და ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩება.

ასევე აღსანიშნავია ნოე თუთისანისა და მერი არაბიძის კარგი თამაში, რომლებმაც მათზე ბევრად მაღალი რეიტინგის მქონე მეტოქეებთან არ წააგეს და ყაიმი გაახერხეს. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, პირველი შეხვედრა მოიგო ზურაბ სტურუამ. ზურამ რუსეთის წარმომადგენელი მაქსიმ გრიგორიანი დაამარცხა.

სამწუხაროდ, ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ბაადურ ჯობავამ, რომელსაც 1 ქულა აქვს და აუტსაიდერთა შორის იმყოფება.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა კარგად ითამაშეს. 10 მოჭადრაკიდან 5-მა მოიგო, სამმა ყაიმი გააკეთა და მხოლოდ ორი დამარცხდა.

მე-3 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

დავით ჯოჯუა (2581) - დანილ დუბოვი (2660, რუსეთი) 0.5:0.5

ლუკა პაიჭაძე (2568) - იან-კრისტოფ დუდა (2693, პოლონეთი) 1:0

თორნიკე სანიკიძე (2518) - ლუკა ლენიჩი (2641, სლოვენია) 0:1

ბაადურ ჯობავა (2708) - ალექსეი სარანა (2472, რუსეთი) 0:1

იური ბალაშოვი (2408, რუსეთი) - ლევან ფანცულაია (2594) 0:1

მირჩე-ემილიან პალიგრასი (2607, რუმინეთი) - ნოე თუთისანი (2347) 0.5:0.5

მიხეილ მჭედლიშვილი (2605) - არამ იერიციანი (2342, რუსეთი) 1:0

მერი არაბიძე (2374) - სამველ ტერ-სარქისიანი (2598, სომხეთი) 0.5:0.5

თამაზ გელაშვილი (2551) - რომან მარტინოვი (2323, უკრაინა) 1:0

მაქსიმ გრიგორიანი (1975, რუსეთი) - ზურაბ სტურუა (2555) 0:1

ჩემპიონატს 3-3 ქულით 9 მოჭადრაკე ლიდერობს.

ქართველი მოჭადრაკეების მიერ დაგროვილი ქულები:

ჯოჯუა, პაიჭაძე, ფანცულაია - 2,5-2,5 ქულა

მჭედლიშვილი, გელაშვილი - 2,0-2,0

სანიკიძე, არაბიძე, თუთისანი - 1,5-1,5

ჯობავა, სტურუა - 1,0-1,0

მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ვლადისლავ არტემიევი (2682, რუსეთი) - ჯოჯუა

ფანცულაია - ალექსანდრ რიაზანცევი (2659, რუსეთი)

ემილ სუტოვსკი (2646, ისრაელი) - პაიჭაძე

მიკა კარტუნენი (2465, ფინეთი) - მჭედლიშვილი

იაკუპ ერთურანი (2367, თურქეთი) - გელაშვილი

ალექსანდრ პრედკე (2566, რუსეთი) - არაბიძე

თუთისანი - ნიკოლა ჯუკიჩი (2526, მონტენეგრო)

ალექსეი მოლჩანოვი (2334, უკრაინა) - სანიკიძე

ალექსეი ტერზი (2237, ბელარუსი) - ჯობავა

სტურუა - პაველ როზანოვი (2208, რუსეთი)

0.14429