“მანჩესტერ სიტის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ენეს უნალი კარიერას “ვილიარეალში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
“ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” 20 წლის ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაიხადეს და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
შეგახსენებთ, რომ თურქმა ფორვარდმა გასულ სეზონში “ტვენტეში” იჯარით ითამაშა და 33 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.