საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე ტრავმის გამო, პარაგვაისთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.
“მამლების” მთავარი მწვრთნელის დიდიე დეშამის თქმით, 18 წლის ფორვარდმა ბოლო ვარჯიშები ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა და გარისკვას არ აპირებს.
ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა “მონაკოს” ფეხბურთელი მუნდიალის შესარჩევის მატჩამდე გამოჯანმრთელებას – 9 ივნისს საფრანგეთის ნაკრები გასვლაზე შვედეთს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება პარაგვაისთან გასამართ ამხანაგურ მატჩს, ეს შეხვედრა დღეს რენში ჩვენი დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.