ფეხბურთი

23:15 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" მოგების გემო გაიხსენა

"საბურთალომ" ბათუმში 1:0 სძლია "დინამოს" და სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, აი, ბათუმელთათავის კი სარაგბო არენა ვერ გამოდგა იღბლიანი - საკუთარ ქალაქში კვლავ დამარცხდნენ.

ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე გავიდა. ლუკა იმნაძის პასის შემდეგ, ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა. "საბურთალომ" ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა. ბათუმის "დინამოს" თავკაცის პოსტზე დებიუტი ჰქონდა უკრაინელ კონსტანტინ ფროლოვს და დიდი ვერაფერი დადასწყისი გამოუვიდა.

დინამო (ბათუმი) - საბურთალო (თბილისი) 0:1 (0:1)

დინამო ბთ: ტაკიძე, ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირკველია, ტვილდიანი, თარხნიშვილი, კვანტალიანი (კენედი 63), ფონიავა, შონია, გორელიშვილი (ქავთარაძე 78), კვასოვი

საბურთალო: კუპატაძე, მალი, თედო გრიგალაშვილი, მამუჩაშვიი სოფრომაძე, ტერა, არზიანი, ხარაიშვილი, ვაგნერი (ლაკვეხელიანი 90+2), იმნაძე (ბიძინაშვილი 68), შინდაგორიძე (კოხრეიძე 65)

გოლი: 0:1 შინდაგორიძე (15)

გაფრთხილება: კენედი - სოფრომაძე

გაძევება: ფონიავა (90)

მსაჯი: კვირიკაშვილი

მე-16 ტურის სამი მატჩი 2 ივნისს გაიმართება:

17:30. ივანწმინდა. ცენტრალური. ჩიხურა - ტორპედო

17:30. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. სამტრედია - კოლხეთი

19:30. თბილისი. მიხეილ მესხი. დილა - ლოკომოტივი

0.116421