ფეხბურთი

23:35 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაომ “მონაკოსთან” გაახანგრძლივა

საფრანგეთის ჩემპიონმა “მონაკომ” რადამელ ფალკაოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შესახებ მონეგასკების ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. კოლუმბიელი თავდამსხმელი მონტე კარლოში 2020 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “მონაკოში” თამაშს გავაგრძელებ. გასული სეზონი დიდებული იყო და ახლა ერთადერთი მიზანი გვაქვს: დაწყებული საქმის გაგრძელება”, - თქვა ფალკაომ.

რადამელ ფალკაომ 2016/2017 წლების სეზონში 43 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

0.134807