ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "შალკეს" ყოფილი თავდამსხმელი კლას-იან ჰუნტელაარი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს. როგორც ამსტერდამული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი გუნდში 1 წლით ითამაშებს და სეზონის ბოლოს შესაძლოა კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდეს.
ჰუნტელაარი პირველად "აიაქსში" "ჰერენვეენიდან" 2006 წლის დასაწყისში გადავიდა და 2009 წლამდე 134 მატჩში 102 გოლი გაიტანა. შემდეგ ფეხბურთელმა მადრიდის "რეალის" და "მილანის" რიგებშიც ითამაშა. გერმანულ გუნდში კლას-იანმა 7 სეზონი გაატარა, ამ ხნის განმავლობაში კი 240 შეხვედრაში თავი 126-ჯერ გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
>>>
ლევანდოვსკი ამას ყველაფრიტ ჯობია
სამაგიეროდ თავით თამაშით ჯობია მაanძუკიას ბიჭი...
ლევანდოვსკი ამაზე სწრაფია
ჩემი აზრით ეს და ლევანდოვსკი დაახლოებით ერთი ყაიდის ფეხბურთელები არიან, უბრალოდ ლევანდოსვსკი ცოტა უფრო ძლიერია ინდივიდუალურად.
ძააან მაგარი ფორვარდია მანჟუკიჩიც,პრემიერლიგას ძაან მაგრად მოერგებოდა ჩემი აზრით