ფეხბურთი

20:23 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"შუქურამ" დაიწყო, "დინამომ" გააგრძელა

ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტური ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირებით დაიწყო. ქობულეთის "ჩელე არენაზე" თავიდან სწორედ აუტსაიდერი "შუქურა" დაწინაურდა, მაგრამ 28-ე წუთზე უკვე "დინამო" იგებდა ჰანდიკაპით. საბოლოოდ, კახა კაჭარავას გუნდმა 4:1 იმარჯვა.

მე-7 წუთი იყო, ირაკლი კლიმიაშვილმა კარში დაარტყა და ლაშა თოთაძეს ხელზე მოხვდა ბურთი. პენალტი ზუსტად შეასრულა "შუქურას" ლიდერმა ლევან კუტალიამ და მასპინძლები დააწინაურა - 1:0.

რვა წუთში დინამოელებმა გაათანაბრეს. გიორგი ჩაკვეტაძემ მარცხნიდან წაიღო ბურთი, მოკლე პასი გაუკეთა ბაჩანა არაბულს, რომლის დარტყმულიც აუღებელი ნამდვილად არ იყო, მაგრამმეკარე ილია სტურუამ ვერ მოიგერია. შეცდა სტურუა - 1:1.

რამდენიმე წუთში ისევ ჩაკვეტაძემ გაილაღა, საჯარიმოში შეაყოლა ბურთი საბა ლობჟანიძეს, რომლის დარტყმულიც ჯერ მოიგერია სტურუამ, მაგრამ ლობჟანიძისგან რიკოშეტით ისევ კარში შევარდა - 1:2. მალევე, ლობჟანიძემ მშვენივრად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და 1:3.

მეოთხე გოლი ისევ მეკარე სტურუას შეცდომას მოჰყვა. ცუდად მოიგერია ბურთი და 17 წლის გიორგი კუციამაც შორიდან დაუცველ კარში შორიდან ზუსტად დაარტყა - 1:4. ეს კუციას პირველი გოლია უმაღლეს ლიგაში.

შუქურა (ქობულეთი) - დინამო (თბილისი) 1:4 (1:3)

შუქურა: სტურუა (კამინსკი 58), ცეცხლაძე, ჩაჩუა, მახარაძე, კალანდაძე, კლიმიაშვილი (მალაზონია 35), ჟეფინიო, კუტალია, ს. გურული (ჭეჭელაშვილი 83), არქანია, შალამბერიძე

დინამო: ლიტოვჩენკო, თევზაძე, ლოჩოშვილი, თოთაძე, სალუქვაძე, ქარდავა, კიტეიშვილი (კუცია 46), ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, მიქელთაძე (მესხი 79), არაბული (პაპუნაშვილი 75)

გოლები: 1:0 კუტალია (7 პენ), 1:1 არაბული (15), 1:2 ლობჟანიძე (20), 1:3 ლობჟანიძე (28), 1:4 კუცია (47)

გაფრთხილება: თოთაძე (6), მალაზონია (38), სტურუა (59)

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

ტურის მეორე მატჩი 20:00 საათზე დაიწყო ბათუმში. ადგილობრივი "დინამო" "საბურთალოს" ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.185064