ქართველმა გარემარბმა გიორგი ბერიძემ ოფიციალურად გააგრძელა ხელშეკრულება ბელგიურ "გენტთან". მისი ახალი კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდეა ძალაში.
როგორც იცით, ბერიძემ ბოლო ნახევარი წელიწადი სლოვაკეთის "ტრენჩინში" გაატარა, მშვენივრად ითამაშა და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელიც გახლდათ.
თუმცა ბელგიური წყაროს ცნობით, ბერიძეს ისევ გაანათხოვრებენ და დიდი ალბათობით, ეს კლუბი ისევ "ტრენჩინი" იქნება.