ჩოგბურთი

13:26 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟაბერი პირველი არაბი ქალია, რომელიც “როლან გაროსის” მესამე წრეში გავიდა

“როლან გაროსის” კორტზე სენსაცია დაფიქსირდა. მეორე წრეში, მსოფლიო რეიტინგის 114-ე ნომერმა ტუნისელმა ონს ჟაბერმა რეიტინგის მე-7 ნომერი დომინიკა ციბულკოვა მარტივად 6:4, 6:3 დაამარცხა.

ჟაბერი გახდა პირველი არაბი ქალი ჩოგბურთელი, რომელიც “როლან გაროსის” მესამე წრეში გავიდა. ის 1996 წლის შემდეგ გახდა პირველი “იღბლიანი დამარცხებული”, ვინც მესამე წრეში გააღწია.

ჟაბერი მომდევნო ეტაპზე შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკის შეხვდება.

ონს ჟაბერს 2011 წელს ახალგაზრდული “როლან გაროსი” აქვს მოგებული.

0.11461