ფეხბურთი

11:22 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ყველაზე პოპულარული სპორტსმენია, მესი მესამეა

ESPN-ის ვერსიით ყველაზე პოპულარულ სპორტსმენად მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს, მეორე ადგილი “კლივლენ კავალიერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ლიონელ მესია.

ESPN-მა სპორტსმენთა პოპულარობა, ფულადი შემოსავალით, სოციალურ ქსელში მათი გავლენით და “გუგლში” ყველაზე ხშირად ხსენებით გაზომა.

ESPN-ის ვერსიით 10 ყველაზე პოპულარული სპორტსმენი:

1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი, “რეალი”)
2. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, “კლივლენდი”)
3. ლიონელ მესი (ფეხბურთი, “ბარსელონა”)
4. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)
5. ფილ მიკელსონი (“გოლფი”)
6. ნეიმარი (ფეხბურთი, “ბარსელონა”)
7. უსაინ ბოლტი (მორბენალი)
8. კევინ დურანტი (კალათბურთი, “გოლდენ სტეიტი”)
9. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი)
10. ტაიგერ ვუდსი (გოლფი)

0.116877