ჭადრაკი

10:54 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა შორის მხოლოდ ერთი ქართველია

ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. ეს ტური საქართველოს სახელით მოასპარეზე მოჭადრაკეებისათვის უიღბლო გამოდგა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ტურში ფავორიტად ქართველი მოჭადრაკეები ითვლებოდნენ. ამის მიუხედავად, ჩვენებურებმა ათი პარტიიდან მხოლოდ სამი მოიგეს, ამდენივე ყაიმით დაასრულეს და ოთხი წააგეს.

ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე გამოცდილმა ზურაბ სტურუამ, რომელიც თეთრებით მასზე ბევრად უფრო დაბალი რეიტინგის მქონე, ისრაელის წარმომადგენელ დან პოლეგის ეთამაშებოდა.

ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი 44-მა მოჭადრაკემ დააგროვა. მათ შორის ერთადერთი ქართველი დავით ჯოჯუა იმყოფება, რომელმაც შავებით ვიტალი მოროზოვი დაამარცხა.

მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ჰოვანეს გაბუზიანი(2570, სომხეთი) - ბაადურ ჯობავა(2709) 1:0

რომაინ ედუარდი(2640, საფრანგეთი) - თორნიკე სანიკიძე(2518) 0.5:0.5

არტაშეს მინასიანი(2480, სომხეთი) - მიხეილ მჭედლიშვილი(2605) 1:0

ლევან ფანცულაია(2594) - ვლადიმირ მინკო(2438, რუსეთი)0.5:0.5

ალექსანდრ ბელიავსკი(2589, სლოვენია) - მერი არაბიძე(2374) 1:0

ვიტალი მოროზოვი(2034, უკრაინა) - დავით ჯოჯუა(2581) 0:1

ანასტასია საზონოვა(2191, რუსეთი) -ლუკა პაიჭაძე (2568) 0:1

ლანიტა სტეტცკო(2202,ბელარუსი) - თამაზ გელაშვილი(2551) 0.5:0.5

ზურაბ სტურუა(2555) - დან პოლეგი(2241, ისრაელი) 0:1

ნოე თუთისანი(2347) - ირინა პოპოვა(1938, რუსეთი) 1:0

ორი ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკეების მიერ დაგროვილი ქულები:

დავით ჯოჯუა 2.0 ქულა, ლუკა პაიჭაძე, თორნიკე სანიკიძე, ლევან ფანცულაია 1.5-1.5.

ბაადურ ჯობავა, მერი არაბიძე, მიხეილ მჭედლიშვილი, ნოე თუთისანი, თამაზ გელაშვილი 1.0-1.0. ზურაბ სტურუა 0.0.

მესამე ტუტის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ჯოჯუა - დანილ დუბოვი(2660, რუსეთი)

პაიჭაძე - იან-კრისტოფ დუდა(2693, პოლონეთი)

სანიკიძე - ლუკა ლენიჩი(2641, სლოვენია)

ჯობავა - ალექსეი სარანა(2472, რუსეთი)

იური ბალაშოვი(2408, რუსეთი) - ფანცულაია

მირჩე-ემილიან პალიგრასი(2607, რუმინეთი) - თუთისანი

მჭედლიშვილი - არამ იერიციანი(2342, რუსეთი)

არაბიძე - სამველ ტერ-სარქისიანი(2598, სომხეთი)

გელაშვილი - რომან მარტინოვი(2323, უკრაინა)

მაქსიმ გრიგორიანი(1975, რუსეთი) - სტურუა

0.125015