ფეხბურთი

22:30 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაიკონი ფეხბურთს დაუბრუნდა

ვეტერანი ბრაზილიელი მცველი დუგლას მაიკონი აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას უბრუნდება. 35 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ჩემპიონატის ბინადარ “ავაისთან” ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა.

“მაიკონი არის ჩვენი გაძლიერება ახალი სეზონისთვის”, - ციტირებს “ავაის” ვებგვერდი.

მაიკონი ბოლოს იტალიურ “რომაში” თამაშობდა, თუმცა 2016 წლის ზაფხულში გუნდი დატოვა. იქედან მოყოლებული იგი უკლუბოდ იყო და ერთი პერიოდი “ბოტაფოგოში” ვარჯიშობდა, თუმცა კონტრაქტი “ავაისთან” გააფორმა.

მაიკონს უთამაშია ფრანგულ “მონაკოსა” და მილანის “ინტერში” – კარიერის საუკეთესო პერიოდი კი, სწორედ “ნერაძურის” უკავშირდება.

0.127218