იტალიურმა “რომამ” და დანიელე დე როსიმ თანამშრომლობა განაახლეს. როგორც “ჯალოროსის” ვებგვერდი იტყობინება, 33 წლის ფეხბურთელმა მშობლიურ გუნდთან ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა და რომში 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ დანიელეს ძველი კონტრაქტი ერთ თვეში ეწურებოდა.
დანიელე დე როსი “რომას” აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2001 წელს, იტალიის თასზე ჰქონდა.
დღემდე, მან “მგლების” ღირსება 561 მატჩში დაიცვა და 59 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კი, მოედანზე 40-ჯერ გავიდა და მეტოქეთა კარი ხუთჯერ დალაშქრა.