ფეხბურთი

23:15 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასს სერია A-ში თამაში უნდა

პორტუგალიური “პორტუს” მეკარეს იკერ კასილიასს კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს. ამის შესახებ თავად 36 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისთვის დიდი პატივი იქნება ჯანლუიჯი ბუფონის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ თამაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ სერია A შესანიშნავი ვარიანტი იქნება – იტალიაში ძალიან ბევრი დიდი გუნდია და ამ ქვეყნაში ფეხბურთიც ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, მე კარიერის გაგრძელება იტალიის ჩემპიონატში მსურს, თანაც, ჯანლუიჯი ბუფონის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ თამაში დიდი პატივი იქნება”, - თქვა კასილიასმა.

იკერ კასიალასი “პორტუში” 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობს და კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. გასულ სეზონში მან პორტუგალიის ჩემპიონატში 33 შეხვედრა ჩაატარა და 19-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113879