ფეხბურთი

13:48 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლორიანს” ლანდრო უთავკაცებს

ყოფილი ფრანგი მეკარე მიკაელ ლანდრო “ლორიანის” მთავარი მწვრთნელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, 38 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 3+1 სისტემით გააფორმა.

“ეს დიდებული გამოწვევაა, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება”- განაცხადა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ლანდრომ.

ლანდროს 1996-2014 წლებში “ნანტში” პსჟ-ში, “ლილში” და “ბასტიაში” უთამაშია. 11 მატჩში დაუცავს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კარი. სამწვრთნელო კარიერა კი 2016 წელს დაიწყო და გასულ სეზონში პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

0.128014