ლეგენდარული პაოლო მალდინი შესაძლოა მალე იტალიის ნაკრებში ისევ ვიხილოთ. თუმცა, რაღა თქმა უნდა, არა ფეხბურთელის, არამედ მენეჯრის თანამდებობაზე. Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კარლო ტავეკიოს დიდი სურვილი აქვს, რომ მალდინი „სკუადრა აძურაში“ დააბრუნოს.
ამჟამად იტალიის ნაკრების მენეჯერი გაბრიელე ორიალი გახლავთ, რომელიც ზაფხულში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. სწორედ მის შემცვლელად მოაზრება მალდინი.
პაოლო მალდინი იტალიის ნაკრებში, როგორც ფეხბურთელი 1988-2002 წლებში თამაშობდა და 126 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. პაოლომ ითამაშა 4 მსოფლიოსა და 3 ევროპის ჩემპიონატზე.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ დიდ ტურნირებზე ყველა სინჯის მედალი მოიგო, გარდა ოქროსი. გარდა ამისა, იგი 1994-2002 წლებში „სკუადრა აძურას“ კაპიტანიც იყო.