კალათბურთი

10:30 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 10 ქულა და მარცხი ნახევარფინალში

ესპანეთის ლიგა ენდესას გათამაშებაში ნახევარფინალური სერიები დაიწყო. ჩვენი ყურადღება რა თქმა უნდა, „სასკი ბასკონიასა“ და თორნიკე შენგელიასკენაა მიპრყობილი. ბასკებმა საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ მიიღეს და დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში წააგეს - 82:83.

მასპინძლები მთელი თამაში სჯაბნიდნენ მეტოქეს, მაგრამ ბოლო მეოთხედი ჩააგდეს, რომელიც 7 ქულის სხვაობით, 18:25 წააგეს და ამან მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 22:23 წუთი გაატარა. თოკომ აღნიშნულ დროში 10 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა რვიდან 5 ორქულიანი ისროლა ზუსტად, ერთი სამიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. მარგი ქმედების კოეფიციენტი შენგელიას 10 ჰქონდა.

ამრიგად, სერიაში „ვალენსია“ დაწინაურდა და შეიძლება ითქვას, ფინალისკენ დიდი ნაბიჯიც გადადგა.

0.123484