ჩოგბურთი

20:30 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ რუსული ბარიერი დაძლია

როლან გაროსის 1/64-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელმა ენდი მარეიმ რუსი ანდრეი კუზნეცოვი 6:4, 4:6, 6:2, 6:0 დაამარცხა.

მარეიმ პირველი მოგებული სეტის შემდეგ, მეორე პარტიაში 2:2-ზე დაბრეიკდა, რასაც რუსის მხრიდან ზედიზედ მეორე ბრეიკიც მოყვა და ენდიმ მოულოდნელად სეტი წააგო. მესამე და მეოთხე სეტში მარეიმ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

მომდევნო ეტაპზე მარეი სლოვაკ მარტინ კლიჟანს შეხვდება. მატჩი პირველ ივნისს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში ენდი მეტოქეს 1:0-ს ამარცხებს.

0.115712