ჭიდაობა

19:12 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები პოლონეთის ნაკრებთან ერთად ემზადებიან

11-12 ივნისს თბილისი ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის მემორიალს უმასპინძლებს. ტრადიციული, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი საქართველოში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაიმართება და წინასწარი ინფორმაციით, შეჯიბრში ათზე მეტი ქვეყნის ნაკრები ჩაებმება.

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ტურნირში გაფართოებული შემადგენლობებით მიიღებენ მონაწილეობას და საბოლოო შედეგები ქართული შიდა კონკურენციისთვისაც უმნიშვნელოვანესი იქნება. სავარაუდოდ, სწორედ თბილისურ ხალიჩაზე გამოიკვეთება მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი საქართველოს ნაკრების შემადგენლობა. სეზონის უმთავრესი ტურნირი 21-26 აგვისტოს, პარიზში გაიმართება.

კარტოზია-ბალავაძის საერთაშორისო ტურნირისთვის მოსამზადებლად თბილისს პოლონეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ესტუმრა და ვაკის ფალავანთა კლუბში, საქართველოს ნაკრებთან საერთო ვარჯიშებს ატარებს.

0.123815