ფეხბურთი

15:28 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მეშახტეში" გოგიჩაიშვილი ჭელიძემ შეცვალა

ეროვნული ლიგა 2-ის კლუბ ტყიბულის "მეშახტეს" მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. კახა გოგიჩაიშვილმა დატოვა პოსტი, მის ნაცვლად კი გიორგი ჭელიძე დაინიშნა. ჭელიძე ახალგაზრდა სპეციალისტია, "საბურთალოს" ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა, ხოლო გასულ ზამთარს "შევარდენის" თავკაცი გახდა.

"მეშახტე" ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა. რაც შეეხება "შევარდენს", თბილისელები ლიგა 3-ის აღმოსავლეთ ჯგუფში მეორე პოზიციაზე არიან.

"მეშახტე" გასაგებია, აი, "შევარდენს" ვინ გაწვრთნის, ეს ჯერ უცნობია.

0.117985