ფეხბურთი

12:12 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომას" ახალი მწვრთნელი ეყოლება

ლუჩანო სპალეტი "რომას" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამის შესახებ კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია.

"დიდ მადლობას ვუხდით ლუჩანო სპალეტის, მან მძიმე სამუშაო გასწია და გუნდმა მართლაც პროგრესი განიცადა მას შემდეგ, რაც მეორედ დაბრუნდა "რომაში". ლუჩანოს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ" - განაცხადა "რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ.

სპალეტი 16 თვის წინ დაინიშნა რომაელთა თავკაცად. ის 2005-2009 წლებშიც წვრთნიდა გუნდს.

0.122709