კალათბურთი

11:47 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი: “გოლდენ სტეიტი” ყველაზე რთული მეტოქეა”

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა სუპერფინალის წინ “გოლდენ სტეიტზე” ისაუბრა.

“გოლდენ სტეიტი” ყველაზე რთული მეტოქეა, ვისთანაც კი მითამაშია. ძალიან ძლიერი გუნდია და რთული შეხვედრები გველის. უძლიერესი “ბოსტონის” წინააღმდეგ მითამაშია: ალენი, გარნეტი, პირსი, რონდო, მაგრამ ახლა სხვა საქმეა. ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. ჩვენ ჩემპიონობის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს” განაცხადა ლებრონმა.

სუპერფინალური სერიის პირველი შეხვედრა 2 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

0.130398