“ატლანტა ჰოუქსისა” და გერმანიის ნაკრების გამთამაშებელმა დენის შროდერმა, გადაწყვიტა ეროვნულ გუნდს ევრობასკეტ-2017-ზე დაეხმაროს.
“მიყვარს, როცა პარკეტზე გერმანიის ჰიმნს ვუსმენ, მზად ვარ ევრობასკეტზე ვითამაშო” – განაცხადა შროდერმა, რომელიც გერმანიის ნაკრების უდაო ლიდერია.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე გერმანია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა. ამ ჯგუფში, საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებთან ერთად, უკრაინა, ლიტვა, იტალია და ისრაელი იასპარეზებენ.
ევრობასკეტ-2017 31 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.