ფეხბურთი

10:29 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კესიე "მილანში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

„მილანი“ როგორც ჩანს, სატრანსფერო ფანჯრისას სერიოზულ აქტიურობას აპირებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, „როსონერიმ“ უკვე გაიფორმა ბერგამოს „ატალანტას“ 20 წლის ნახევარმცველი ფრანკ კესიე. წყაროს ცნობით, ახალგაზრდა კოტ დივუარელი დღეს მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

იტალიურ გრანდს აღნიშნული ტრანსფერი 28 მილიონი ევრო დაუდჯა, ხოლო ფეხბურთელს ანაზღაურების სახით 2.5 მილიონს გადაუხდის სეზონში. აღსანიშნავია, რომ კესიე „ატალანტამ“ ერთი წლის წინ, "ჩეზენადან" 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ნიჭიერმა შეუახაზელმა აწ დასრულებულ სეზონში 30 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარში 6 გოლის გატანა მოახერხა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ცოტა ხნის წინ, „ვილიარეალიდან“ არგენტინელი მცველი მატეო მუსაჩო შეიძინა.

0.115172